ი. ჟორდანიას სახელობის სამედიცინო ცენტრი საქართველოში ერთ-ერთი პირველი სპეციალიზებული გინეკოლოგიური კლინიკაა, რომელიც დღემდე არ კარგავს მოწინავე პოზიციას ამ მიმართულებით. ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო აპარატურით და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალით.
· მისამართი: ქ. თბილისი, ნუცუბიძის 1-ლი პლატო, ერმილე ბედიას ქ. 33
· სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00 სთ (შაბათი - კვირა, დასვენება)
· ანაზღაურება: 1000 ლარი (ხელზე ასაღები)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
· ექიმის ასისტირება პაციენტებისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევის პროცესში
· პაციენტის სამედიცინო ჩანაწერების ზუსტად და დროულად მომზადება როგორც მატერიალურად, ასევე შიდა სამედიცინო პროგრამაში;
· პაციენტების კოორდინირება;
· სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება უშუალო ხელმძღვანელის დავალების შესაბამისად;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
· უმაღლესი სამედიცინო ან ჯანდაცვის მიმართულებით განათლება
· სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
· კომპიუტერული საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;
· ქართულად/ინგლისურად გამართული ვერბალური და წერითი უნარები;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შეავსეთ განაცხადი და ატვირთეთ თქვენი რეზიუმე.
გისურვებთ წარმატებას!